შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე (ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, სოციალური, ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით) ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმჯელეს.
„როგორც ლევან ხარაბაძემ განმარტა, მუნიციპალიტეტის თითოეული სამსახური უზრუნველყოფს რეგიონის გამართულად მუშაობას, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“ - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება