კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშროლები გორში საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებენ.
ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სეზონური სამუშაო მიმდინარეობს.
კერძოდ, სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის: ნეკერჩხლის, ლუგუსტრუმის, ტუიას, კვიპაროსის, წყავის, იფნის, ტუხტის, ემონიუსის და ლავანდას ნერგები, ასევე, ხორციელდება სკვერების და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება.
„საგაზაფხულო სამუშაოებთან ერთად, დასასვენებელ სივრცეებში მაქსიმალურად განახლდება დაზიანებული ინვენტარი და კეთილმოწყობის სააგენტოს სეზონზე სხვადასხვა სამუშაო აქვს დაგეგმილი“, - აცხადებენ სააგენტო