საზოგადოება
29.03.2024 15:09
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეას საქმიანობას გაეცნო

გორის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეას ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხემძღვანელი მაკა დვალიშვილი ეწვია.

სტუმრები კერამიკის, ფარდაგების და თექის ქსოვის წრეების საქმიანობას გაეცნენ და სხვადასხვა მეწარმის მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერეს.

„სტუმრები ინტერესით გაეცნენ ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში არსებული კერამიკის, ფარდაგების და თექის ქსოვის წრეების საქმიანობას. გარდა ამისა, დაათვალიერეს ხალხური რეწვის ოსტატების - მარი ბალიაშვილის, გივი ტატულაშვილის, სოფიო ტუაევის და გიორგი თანდიაშვილის ნამუშევრები. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ჩეხეთის საელჩოს თანადგომით, პროექტს „ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტული პაკეტის შექმნა სახელსნოებისთვის.“, - აღნიშნეს გორის განვითარების სააგენტოში.

ცნობისთვის, მინი გალერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ ფარგლებში შეიქმნა.

კვირის ამბები