ხელოვნების სახლი და მოძრაობა - „ქართული კინო საფრთხეშია“ გორელ კინომოყვარულებს თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმის ჩვენებაზე იწვევს.
ხვალ, 29 მარტს ხელოვნების სახლში (გურამიშვილის №5, ლომჭაბუკის სკვერი) მისულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება თანამედროვე რეჟისორის დათა (დავით) ფირცხალავას „დიდი შესვენება“ იხილოს.
რაც შეეხება ფილმის შინაარსს, სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ, ერთ-ერთი კლასელის, ციცის ინიციატივით ბიჭები ღამით სკოლაში იკრიბებიან, თუმცა, სკოლის წლების გახსენების გარდა ციცის სხვა მოტივაციაც აქვს. მას სურს მორალურად დასაჯოს გუგა, რომელიც სკოლის წლებში მთელ კლასს ჩაგრავდა და ცხოვრებას უმწარებდა.
ფილმის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ხელოვნების სახლში პარასკევი კინოს დღეა. ხელოვნების სახლი და მოძრაობა - „ქართული კინო საფრთხეშია“, თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას მომდევნო კვირებშიც გეგმავენ.