საზოგადოება
28.03.2024 11:49
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია ხვალ დასრულდება. განაცხადის გაკეთების უფლება დაინტერესებულ პირებს 29 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატების და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

„პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2024 წლის 31 აგვისტოა. თუ ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულების ანულირება.

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭირო პროცედურებს, აუცილებელია კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

 

კვირის ამბები