ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და დაცული ტერიტორიების საკითხი განიხილეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნეს.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მისი მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი პეტრა მოიზისოვა და სამხარეო ადმინისტრაციის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მხარეების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. გასულ წელს შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომლის განვითარებაშიც ჩეხეთის მხარე აქტიურად იქნება ჩართული“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.