საზოგადოება
27.03.2024 13:22
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ აღსრულების საკითხებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაეცნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ აღსრულების საკითხებს გაეცნენ. 

შეხვედრა  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეს სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეკლამის გახშირებულ შემთხვევებზე და მათზე რეაგირების გზებზე.

 „ღონისძიების მთავარი მიზანი, დამსწრეებისთვის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მდგომარეობის შესახებ  ინფორმაციის მიწოდება და ასევე, იმ ახალი გამოწვევების განხილვა იყო, რაც საზოგადოებაში ამ ეტაპზე აქტუალურია. შეხვედრაზე, აქცენტი ასევე, გაკეთდა თამბაქოს ახალი პროდუქტების - ელექტრო სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო მასობრივი გავრცელების პრობლემაზე და იმ კანონდარღვევებზე რაც მათ მოხმარებას უკავშირდება“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები