გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მომდევნო სამი თვის სამოქმედო გეგმას განიხილავს.
შეხვედრა ხვალ, 28 მარტს 16:00 საათზე დაიწყება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის მიმდინარე ტერიტორიაზე) გაიმართება.
რაც შეეხება დღის წესრიგს, საბჭოს სახელზე შესული ინიციატივების განხილვასთან ერთად, წევრები მომდევნო სამი თვის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
საბჭოს სხდომა ღიაა და დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.