ტურიზმი
27.03.2024 12:31
საქართველოში მოქმედი ყველაზე ბიუჯეტური ავიაკომპანია ფრენებზე ბილეთებს აძვირებს

Wizz Air-ი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე იაფი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს, ბილეთებს აძვირებს. ამჟამინდელი მონაცემებით, Wizz Air-ის ფრენებზე ბილეთები თითქმის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.

საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიები სხვადასხვა ქვეყანაში ტურებს, ძირითადად, სწორედ Wizz Air-ის ავიახაზებით ახორციელებენ, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ავიაკომპანიის ბილეთების გაძვირება ტურებსაც გააძვირებს.

შეგახსენებთ, Wizz Air-ი ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს.

კვირის ამბები