გენერალ-მაიორი პატრიცია ბეტინა ბუღანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ბეტინა ბუღანი ამ პოსტს 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს. ბეტინა ბუღანს სხვადასხვა პერიოდში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში.
ბუღანმა დიმიტრიოს კარაბალისი შეცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ოფისი გორში მდებარეობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება