.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში 26 მარტს მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +7 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების ცნობით, გორში ხვალიდან გამოიდარებს და 29 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს.
30 მარტს გორის მუნიციპალიტეტში კვლავ ნალექია ნავარაუდევი, 31 მარტიდან 4 აპრილამდე კი, უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +19, +20 გრადუსს მიაღწევს.