სპორტი
25.03.2024 13:43
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 15 წლამდელებს შორის, გორელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 15 წლამდელებს შორის გორელებმა 4 - ოქროს, 3 - ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გორელთაგან ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს და ოქროს მედალს გიორგი ქარელი (38 კგ.), საბა მინდიაშვილი (41კგ.), თემურ თუთარაშვილი (48კგ.) და რატი რევაზიშვილი (68კგ.) დაესაკუთრნენ.

ვერცხლის მედალს ზუკა დოთიაშვილი (38კგ.), გიორგი სიჭინავა (48კგ.) და საბა პაპაშვილი (85კგ.) დაეუფლნენ.

ლუკა დოთიაშვილმა (38 კგ.), ნიკა მაყიშვილმა (41კგ.), გოგა კოპაძემ (44 კგ.), ნიკა მაჭარაშვილმა (44კგ.) და დავით ყაყიტაშვილმა (48კგ.) ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონატის მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს 15 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. შეჯიბრი 15-18 მაისს საბერძნეთში გაიმართება.

ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

კვირის ამბები