საქართველოში ცხოველთა იდენთიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სხვადასხვა აღჭურვილობა გადაეცა.
„გრანტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის (NAITS) წარმომადგენელმა დრაგან ანგელოვსკიმ სააგენტოს შემდეგი ინვენტარი გადასცა: ქირურგიული იარაღების 10 ნაკრები; ჩასაბერი ტრანკვილიზატორი 4 ერთეული; ძაღლის დასაჭერი 10 ლასო; მიკროჩიპის უნივერსალური 6 წამკითხველი; ერთჯერადი გამოყენების ტრანკვილიზატორის 50 ნემსი (P 1.5 CC 2“ 14 GA); ძაღლის 500 მიკროჩიპი; 4 სამხრე კამერა და 2 ერთეული CHromeboo.
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის აღნიშნული ფონდის მენეჯერს მარიკა ბოკუჩავას და დრაგან ანგელოვსკის“, - ნათქვამია სააგენტოს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.