გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სკრსა და ბეთლემში, სკოლასთან მისასვლელ გზებზე ასფალტის საფარი დაიგო.
ბეთლემში სკოლასთან მისასვლელი გზის გარდა, მოასფალტდა სკოლის ეზო, ხოლო სკრაში მოიხრეშა სავარგულებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სამი სოფლის (სკრა, რიეთი, ბეთლემი) მოსახლეობას ემსახურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვის მომსახურების ფარგლებში ჩატარდა.
რაც შეეხება გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს, ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტს მთელი წლის განმავლობაში ემსახურება.
„კონტრაქტორმა კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში სოფელ ზემო ნიქოზის გზის მონაკვეთზეც მოაწყო ასფალტის საფარი, ზერტსა და ზემო ხვითში ჩაატარა გზების ორმოული შეკეთების სამუშაოები, საქაშეთსა და ყელქცეულში კი მოხრეშა შიდა გზები.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, აგრეთვე, გზის სავალი ნაწილის მოვლა-შენახვას (სეზონის გათვალისწინებით), ტროტუარებზე საფარის მოწყობას, სანიაღვრეების რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობის მოვლა-შენახვას, მიწის ვაკისის მოვლა-შენახვას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვას.
ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონი ლარია და ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.