საზოგადოება
22.03.2024 13:11
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა პირველად დაიწყო.

მუნიციპალიტეტში განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საჯარო და კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში უკვე გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე „Civil Participation in Decision Making Toolkit“-ზე დაყრდნობით შეფასდნენ და შეირჩნენ.

„განვითარების დოკუმენტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების კვლევაზე, გამოწვევების გაცნობიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე იქნება დაყრდნობილი.

დოკუმენტში თავმოყრილი და გათვალისწინებული იქნება აქამდე არსებული ყველა სამუშაო დოკუმენტი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N264 განკარგულების „მუნიციპალიტეტის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ N2 პუნქტის შესაბამისად ხორციელდება.

მუნიციპალიტეტს დოკუმენტის შექმნის პროცესში მენტორობას USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ექსპერტები გაუწევენ.
კვირის ამბები