კულტურა
22.03.2024 12:35
„წითელკანინთა ბელადი“ – გორის თეატრში ხვალ პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, ხვალ და ზეგ - 23 და 24 მარტს მორიგ პრემიერას აანონსებენ.

თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ო. ჰენრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“ წარუდგენს.

წარმოდგენაში მაღი არღუთაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ელენე დარჩია, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამიტომ, მაყურებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით, საპრემიერო ჩვენება 6 აპრილსაც ჩაინიშნა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge

სპექტაკლი 18:00 დაიწყება. დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 5+

კვირის ამბები