დღეს, 21 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მოეწყობა.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.