საზოგადოება
05.03.2020 11:54
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში  კვირას დაბრუნდა. აეროპორტში შემოსვლისას სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა, ვირუსი კი, იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, 29 თებერვალს ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

კვირის ამბები