საზოგადოება
21.03.2024 15:31
რა სერვისებს სთავაზობს გორის მერია დაუნის სინდრომის მქონე პირებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვის მიმართულებით, არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსებს საჭირო კვლევებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო პროცედურებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეების დახმარებასთან ერთად, ხარჯები დაუნის სინდრომის მქონე პაციენტების მხარდაჭერისთვისაცაა გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ თანხას, წლის ლიმიტი 500 ლარია.

დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. რატომ 21 მარტი? - როგორც ცნობილია დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ეწყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტი არის შერჩეული 21 ექრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ.

 

კვირის ამბები