გორელი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი - „You(th) for you(th)r spaces!“ იწყება.
როგორც გორის ახალგაზრდულ ცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში, ასევე, ოკუპაციით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების განვითარება, როგორ განავითარონ ახალგაზრდული ცენტრები/სივრცეები წარმატებით.
„პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორელ ახალგაზრდებთან მომუშავე, 14-30 წლის (ლიმიტირებული რაოდენობით 30+-იც) ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს/საინიციატივო ჯგუფებს.
1-7 ივნისის ჩათვლით, პროექტის მონაწილეები ტრენინგებს გაივლიან ბაკურიანში.
შემდეგ კი, მათ უნდა განახორციელონ ადგილობრივი აქტივობები (ტრენინგების სერია ან/და საინფორმაციო კამპანია), რომლის გეგმასაც შეიმუშავებენ ტრენინგის დროს“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
მონაწილეების შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მომუშავე ახალგზარდებს/ახალგაზრდულ მუშაკებს და გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს.
პროექტის ფარგლებში, დაუფინანსდება ტრანსპორტირების, კვების და სასტუმროს ხარჯები. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის ელექტრონული ფორმა კი 15 აპრილამდე უნდა შეავსონ: forms. gle/7d2u83NxxRC6VX7F8
პროექტის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ცნობისთვის, პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ.