საზოგადოება
21.03.2024 13:03
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების მორიგი ეტაპი 11 აპრილიდან დაიწყება

ცესკო და სწავლების ცენტრი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ციკლს აგრძელებს და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების მორიგი ეტაპი 11 აპრილიდან დაიწყება.

ცესკოს ინფორმაციით, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია პირველი აპრილიდან დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით განხორციელდება.

„საგამოცდო ტესტები შედგენილია პროფილურად - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ფუნქციების შესაბამისად, მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, მათ შორის, ითვალისწინებს კითხვებს კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტებზე.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - აცხადებენ ცესკოში.

სწავლების ცენტრი სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას 30 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს.

 

კვირის ამბები