კულტურა
04.03.2020 22:45
გაემიჯნება თუ არა გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს თოჯინების თეატრი

მაყურებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრს თოჯინების თეატრი გამოეყოს. როგორც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, ცდილობენ, მაქსიმალურად ხშირად დანიშნონ თოჯინური წარმოდგენების ჩვენება, თუმცა, მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობის სხვა სპეციფიკა არსებობს და უკეთესი იქნება, თუ თოჯინების თეატრი დამოუკიდებელ სუბიექტად იქცევა. „ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის საზოგადო განხილვა უნდა მოხდეს, რაშიც მედიასაშუალებების მხარდაჭერა შეუცვლელი იქნება. აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თოჯინების თეატრი გამოეყოს ერისთავის სახელობის თეატრს და ცალკე, მაგალითად, მუნიციპალურ თოჯინების თეატრად იფუნქციონიროს, მაყურებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა და ვიმედოვნებთ, ერთგული გულშემატკივრის აზრის გათვალისწინებას და განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, გორის თეატრის რეპერტუარში სამი თოჯინური სპექტაკლია: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „კარლსონი“ და „მზის სხივი“.

კვირის ამბები