საზოგადოება
20.03.2024 15:47
შინაგან საქმეთა მინისტრი - გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა

2023 წელი პოლიციელების სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო, - ამის შესახებ პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა.

„შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას.

კვირის ამბები