საზოგადოება
20.03.2024 15:26
ინოვაციების და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოში სამი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა

საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების მიზნით,  ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი; ფაგები; აგროტექნოლოგიები განისაზღვრა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით იმუშავებს.

რაც შეეხება ფაგებს და აგროტექნოლოგიებს, უწყებაში აცხადებენ, რომ ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციის თუ დაავადებების მიმართ.

„საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა.  

სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას. მათი განვითარება-ხელშეწყობის მიზნით კი ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად იმუშავებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები