საზოგადოება
20.03.2024 13:07
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - პროექტის საზაფხულო ფაზა ბოულინგის ჩემპიონატით გაიხსნა

პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, საზაფხულო ფაზა ბოულინგის ჩემპიონატით გაიხსნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული ინტეგრირებული პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა, საზაფხულო ფაზა ბოულინგის ჩემპიონატით გაიხსნა.

ღონისძიებაში, გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები მონაწილეობდნენ.

აქტივობა „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო და ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება. ინიციატივის მიზანი კი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერია ორგანიზაცია „ახალგაზრდულ მედიაკავშირთან“ წლებია თანამშრომლობს.

ცნობისთვის, პროექტის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“. მისი მხარდაჭერები კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, „სოკარი“ და „ტოიოტა კავკასიაა“.
კვირის ამბები