საზოგადოება
20.03.2024 11:06
ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესსუბიექტებისთვის ინკლუზიური ტურიზმის საკითხზე სწავლება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესსუბიექტებისთვის ინკლუზიური ტურიზმის საკითხზე სწავლება გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და გორის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განსხვავებული შესაძლებლობების ვიზიტორებისთვის გორსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ტურისტული სერვისების ადაპტირების საკითხი განიხილეს.

მომხსენებლებმა ინკლუზიური ტურიზმი განიხილეს როგორც დამატებითი შემოსავლების, ასევე, ადამიანის უფლებების ჭრილში, რომელზე მუშაობის ვალდებულებაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დამატებით გაუჩნდა.

„შეხვედრა ინტერაქტიულ გარემოში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო ტურისტული სეზონის მოახლოებას სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური დიალოგის, სწავლების და მათთვის სიახლეების გაზიარების რეჟიმში ხვდება. გასულ კვირას ჩვენი სააგენტოს ორგანიზებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სოციალური მედიის მართვის საკითხებზე სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსიც ჩატარდა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვირის ამბები