საზოგადოება
19.03.2024 12:29
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატების და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

„პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2024 წლის 31 აგვისტოა. თუ ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულების ანულირება.

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭირო პროცედურებს, აუცილებელია კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

კვირის ამბები