სპორტი
19.03.2024 12:25
ფრენბურთის კლუბმა „გორი“ „ქუთაისი“ დაამარცხა

ფრენბურთის კლუბი „გორი“ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მორიგ მატჩში „ქუთაისს“ დაუპირისპირდა.

თამაში გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ამჟამად, „გორი“ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. გუნდმა მეორე ტურში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ყველა თამაში მოგებით დაასრულა.

რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ფრენბურთელები მეორე ტურში კიდევ 2 მატჩს გამართავენ. „გორი“ „სტუ“-ს და „ბათუმს“ დაუპირისპირდება.

კვირის ამბები