გორელი ახალგაზრდები პოლონეთიდან დაბრუნდნენ.
Erasmus+ის პროგრამის ფარგლებში, ისინი ორი კვირით იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ტრენინგზე: „SPEAK UP! Every Voice Matters“.
გორელ ახალგაზრდებთან ერთად, ტრენინგ კურში სხვადასხვა ქვეყნის ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ (საქართველო, ალბანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, პოლონეთი და ჩეხეთი), რომლის მიზანი მონაწილეების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების სამუშაო კომპეტენციების ამაღლება, ახალგაზრდებში Stop Motion ვიდეოს შექმნის ტექნიკური უნარების და ცოდნის განვითარება იყო.
„ტრენინგ კურსის განმავლობაში მონაწილეები სწავლობდნენ Stop Motion ვიდეოების ტექნიკურ სირთულეებს, თანამშრომლობის და კრეატიულობის საშუალებით შექმნილი ვიდეო რგოლები კი წარუდგინეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს“, - აღნიშნეს გორის განვითარები სააგენტოში.
ცნობისთვის, ახალგაზრდები პოლონეთში გორის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით იმყოფებოდნენ. მათი მგზავრობა და განთავსება კი სრულად დააფინანსა სააგენტოს პარტნიორმა ორგანიზაციამ - Fundacja Windmill Tree