18 მარტს ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გარდაუვალ აუცილებლობაზე გაამახვილოს.
რაც შეეხება საქართველოს, 2015 წელს ძალაში შევიდა „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივების და რეგულაციების მოთხოვნებს ეფუძნება.
კერძოდ, კოდექსი სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების შეგროვების და დამუშავების თანამედროვე სისტემების ეტაპობრივ დანერგვას, თანამედროვე ნაგავსაყრელების მოწყობას, ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების და „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ დანერგვას ითვალისწინებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება