შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.
სტუმრებს სააგენტოს დირექტორმა უმასპინძლა. ბექა გიუნაშვილი მოსწავლეებს ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოპერაციო ბლოკი და ის ვოლიერები დაათვალიერეს, სადაც ცხოველები საკარანტინე და პოსტოპერაციულ პერიოდს გადიან.
„სააგენტოში სტუმრობისას მოსწავლეებმა არაერთ მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს ინფორმაცია. რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია და ა.შ. აღნიშნულის შესახებ სტუმრებს სააგენტოს დირექტორი ესაუბრა. ბექა გიუნაშვილმა მოსწავლეებს და პედაგოგებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკაც გააცნო“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.