საზოგადოება
18.03.2024 12:47
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ინიციატივით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ფონდი ტასო   „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტს განახორციელებს.

პროექტი ორ ეტაპიანია და  გულისხმობს ქალების და გოგონების გაძლიერებას როგორც საგანმანათლებლო,  ასევე, სამეწარმეო მიმართულებით და მათთვის მცირე საგრანტო დაფინანსების შეთავაზებას.

„გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილება პროექტს ყველა ეტაპზე გაუწევს მხარდაჭერას. პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებიც“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia ) და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ხორციელდება.

კვირის ამბები