ტურიზმი
04.03.2020 12:52
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენიის მიზნით, სტალინის მუზეუმმა ტურისტების მიღება შეაჩერა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენიის მიზნით, გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.

მუზეუმის ადმინისტრაციამ მომსახურების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: ,,გაცნობებთ რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტალინის სახლ-მუზეუმი ვიზიტორთა სიმრავლით საქართველოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

კვირის ამბები