გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში ღონისძიება - „ქალი, როგორც დედა, სიცოცხლის საწყისი“ ჩატარდა.
აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ყოველწლიურად ხორციელდება.