საზოგადოება
14.03.2024 17:22
14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა

14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღის დაწესების მიზანია, ადამიანებმა გააცნობიერონ მდინარეების მნიშვნელობა, გაერთიანდნენ  მსოფლიოს გარშემო მდინარეების გადასარჩენად და დაიცვან დაბინძურებისგან.

საქართველო ყოველწლიურად უერთდება გარემოს დამცველების მიერ, 1995 წლიდან წამოწყებულ კამპანიას და მდინარეების დაცვის მიზნით არაერთ აქტივობას ახორციელებს.

ცნობისთვის, საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. ქვეყნის ტერიტორიაზე 26060 მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). ყველაზე გრძელი მდინარე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოედინება, ალაზანია.

კვირის ამბები