საზოგადოება
15.03.2024 14:16
საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, ტრენინგები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის, ტრენინგების ციკლი დაიწყო.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, I2Q პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების თანამშრომლების, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლების, ასევე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15 საბავშვო ბაღის მენეჯერის პროფესიულ განვითარებას.

„სწავლებას ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან. ციკლი სამ ეტაპადაა დაყოფილი და ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადებას ითვალისწინებს, ასევე, ემსახურება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას - ტრენერები საგანმანათლებლო პერსონალს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესში მენტორობას გაუწევენ.

საბავშვო ბაღების მენეჯერებს და ადმინისტრაციულ პერსონალს მიღებული ცოდნა კი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში დაეხმარება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

I2Q პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ციკლი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების (SDSU) მონაწილეობით დაიწყო და აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება.
კვირის ამბები