სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება.
კოოპერატივებს რომლებსაც სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული აქვთ ლურჯი მოცვის, მაყვლის ან ჟოლოს ბაღები, შესაძლებლობა აქვთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის თანადაფინანსება მიიღონ.
„თანადაფინანსება მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda. gov. ge ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფაა“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.