კულტურა
15.03.2024 11:28
გორის ხელოვნების სახლში კინოჩვენება გაიმართება - მაყურებელი ქეთი მაჭავარიანის ფილმს „მარილივით თეთრი“ იხილავს

დღეს, 15 მარტს, გორის ხელოვნების სახლში ქეთი მაჭავარიანის ქართული მხატვრული ფილმის - „მარილივით თეთრი“ კინოჩვენება გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის შინაარსი სამი ადამიანის ისტორიას მოგვითრობს, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.

„ხელოვნების სახლი და მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ გიწვევთ თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებაზე. ამჯერად, მაყურებელს ქეთი მაჭავარიანის ფილმს „მარილივით თეთრი“ წარვუდგენთ. ფილმი სამი გმირის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან და ერთმანეთის მომავალს განსაზღვრავენ. ფილმის მთავარი გმირი 35 წლის მარტოხელა ქალი ნანაა, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სეზონურად მუშაობს. ნიკო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და პატრულის ოფიცერია. მესამე გმირი კი, უსახლკარო გოგონა - სოფოა. სამივე ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კინოჩვენება 19:00 საათზე დაიწყება. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კვირის ამბები