საზოგადოება
14.03.2024 16:01
ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელები ID ბარათებს 15 მარტიდან უფასოდ მიიღებენ

ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელები ID ბარათებს ხვალიდან, 15 მარტიდან უფასოდ მიიღებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1-ლი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის  მოწმობები უქმდება.

პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტის შესაცვლელად, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

 

კვირის ამბები