საზოგადოება
14.03.2024 14:17
ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

1-ლი ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის  მოწმობები უქმდება.

ცვლილება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა.

ლამინირებული პირადობის მოწმობების მფლობელთათვის  პირადობის  ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას ხვალიდან, 15 მარტიდან, იუსტიციის სამინისტრო  უზრუნველყოფს.

პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტის შესაცვლელად, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

კვირის ამბები