გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის გარკვეულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ხიდისთავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში წლებია მოსაწესრიგებელი იყო, არ არსებობდა ასფალტის საფარი და სანიაღვრეები, რაც მოსახლეობას და მძღოლებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით კი, აღნიშნულ ლოკაციაზე 1700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა.
სოფელ ხიდისთავში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება