საზოგადოება
14.03.2024 11:12
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა ბერშუეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და სოფლის საჭიროებებს გაეცნენ

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ბერიანიძე  მოადგილეებთან - ნანი ოქროპირიძესთან და გიგა გელაშვილთან, ასევე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან, ლია მამულაშვილთან ერთად გაეცნო.

სკოლასა და საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გაცნობის გარდა, საკრებულოს წევრები ბერშუეთის თემში მერის წარმომადგენელთან, დავით ცერცვაძესთან ერთად,  მოსახლეობასაც შეხვდნენ და სოფლის საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც შედგება.

კვირის ამბები