მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროექტი იწყება.
აქტივობის ფარგლებში მონაწილეები 11-თვიან მოხალისეობრივ საქმიანობას ხორვატიის ქალაქ ოსიეკში განახორციელებენ.
როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს: საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, მდგრადი განვითარების თემებზე და მიზნებზე სხვადასხვა აქტივობის მომზადებას და წარმართვას; სტატიების წერას, სოციალური მედიის მართვას და სხვა მრავალფეროვან აქტივობას.
„ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - Proni Centre for social education, გამოაცხადა 11 თვიანი მოხალისეობრივი ESC ვაკანსია. პროექტი 2024 წლის მარტიდან დაიწყება და თერთმეტი თვე - 2025 წლის იანვრამდე გაგრძელდება. ფინანსდება მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება, დაზღვევა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ ინგლისურს“, - აცხადებენ სააგენტოში.
დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 28 (ნინო გოლოშვილი).