საზოგადოება
13.03.2024 16:28
ახალგაზრდული ბანაკის ლიდერის პოზიციაზე ახალგაზრდობის სააგენტო მიღებას აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო  ახალგაზრდული ბანაკის ლიდერის პოზიციაზე მიღებას აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა 20-დან 30 წლამდე ასაკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

დამსაქმებლის თქმით, დაინტერესებულ პირებს, ასევე, უნდა გააჩნდეთ 14-დან 25 წლამდე ბავშვებთან/ახალგაზრდებთან მუშაობის და ახალგაზრდული პროექტების მართვის გამოცდილება.

„თუ ხარ კომუნიკაბელური, კრეატიული, გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი.

კადრები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით და  შემდეგ ეტაპებს მოიცავს: I ეტაპი - ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა; II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან ჯგუფური გასაუბრება; III ეტაპი - ტრენინგი.

ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობების და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

განცხადებების მიღება  31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები