დღეს, 13 მარტს, გორში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება.
დამთვალიერებელი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრებს იხილავს.
ღონისძიება ქართული ოცნების შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება და ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა (მის:. ქუთაისის ქ. 23 ა).
აქტივობა 15:00 საათზე დაიწყება.