სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თანადაფინანსების მოცულობა ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაქსიმუმ 100 000 ლარს შეადგენს.
„თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, შესაძლებლობა გაქვთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება მიიღოთ. რაც შეეხება პროგრამის მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
განაცხადის შესავსებად, პოტენციური ბენეფიციარი ან უფლებამოსილი პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე. მართვის პანელში, აირჩევთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას, შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს და ატვირთავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება.
დაინტერესებულ პირებს, მეტი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: rda.gov.ge