სპორტი
13.03.2024 11:02
გორელმა მკლავჭიდელებმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობისთვის ლიცენზია მოიპოვეს

თბილისის ღია პირველობაზე მკლავჭიდში გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობისთვის ლიცენზია მოიპოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, თორნიკე ჩიბილაშვილმა (15 წლამდელებს შორის) მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში - პირველი, ხოლო მარჯვენა ხელით ჭიდილში მეორე ადგილი დაიკავა.

ზურაბ ხარიბეგაშვილი (18 წლამდელებს შორის) როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით ჭიდილში პირველი ადგილის მფლობელია.

23 წლამდელებს შორის კი გურამ მეზვრიშვილმა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ზემოაღნიშნული სპორტსმენების გარდა, ევროპის და მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატებზე ორი პარასპორტსმენი - ლევან ღვინიაშვილი და ნოდარ ბიძინაშვილიც იასპარეზებენ.

ყველა მკლავჭიდელი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

კვირის ამბები