თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ, მათ შორის, უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა ირანის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჰოსპიტალში ორი დღის წინ მოათავსეს.
,,დავიწყებ პოზიტიური ინფორმაციით, ჩვენგან გაგზავნილი გაგზავნილი ნიმუშებუ ყველა არის უარყოფითი. ამ ეტაპისთვის, ჩვენს საკარანტინო სივრცეში იმყოფება 20 პაციენტი, აქედან - 3 სამხედრო მოსამსახურე, 5 ირანის მოქალაქე და 12 საქართველოს მოქალაქეა. ყველას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პრობლემების გარეშე მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი. გორის ჰოსპიტალიდან რამდენი ანალკიზიც გავგზავნეთ, ყველაზე უარყოფითი პასუხია მოსული“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ლი მარტიდან განთავსდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება