მარტის კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საბჭოს წევრებთან ერთად, იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლს ეწვია და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.
გენდერული საბჭოს წევრების ინიციატივით, ასევე, შედგა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს შორის.
ღონისძიებაზე მცირე მეწარმეება: ნათელა ქელეხსაევამ, ნონა კაჭკაჭიშვილმა, ელზა მზარეულიშვილმა, სოფიო ტუაევამ, ქეთი წკრიალაშვილმა, ელიზა ოქროპირიძემ, ლანა თვალიაშვილმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და როგორც მეწარმე ქალებმა აღნიშნეს, ბიზნეს სფეროში წარმატება განათლების, მუდმივი შრომის, ბარიერების და გამოწვევების გარეშე არ მიიღწევა.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება