სპორტი
11.03.2024 14:07
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე გორელმა სპორტსმენებმა 28 მედალი მოიპოვეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე გორელმა სპორტსმენებმა 28 მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2010-2011 და 2015 – 2016 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მოპოვებული მედლებიდან - 21 ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის, ხოლო 7 შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეთა ანგარიშზეა.

რაც შეეხება პრიზიორებს, ტურნირის გამარჯვებულები დანიელ გალეგაშვილი (20 კგ.), ნიკა ბერიანიძე (23 კგ.), თომა პაპიტაშვილი (26 კგ.), ლექსო ნოზაძე (35 კგ.), ზურა დათიაშვილი (41 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (44 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (52 კგ.), ედვარდ მანველიშვილი (57 კგ.), ნიკოლოზ გაგლოშვილი (32 კგ.) და დავით რაზმაძე (+57კგ.)გახდნენ.

მეორე ადგილი გიორგი კარელიძემ (29 კგ.), გიორგი ოქროპირიძემ (32 კგ.), ლუკა ქავთარაშვილმა (52კგ.), იოსებ ოსიშვილმა (57 კგ.), თორნიკე დვალიშვილმა (35 კგ.) და ლექსო დოლაბერიძემ (44 კგ.)დაიკავეს.

ბექა ბერიანიძემ (20 კგ.), მათე გელიტაშვილმა (23 კგ.), დაჩი კარელიძემ (26 კგ.), დათო ვართანიანმა (26 კგ.), დათო მუკნიაშვილმა (32 კგ.), ლუკა დოთიაშვილმა (38 კგ.), ნიკა ტარუაშვილმა (41 კგ.), საბა ვართანიანმა (57 კგ.), ერეკლე მამესწარაშვილმა (+57 კგ.), ტატო ცხაოშვილმა (38 კგ.), ლუკა ყაჭეიშვილმა (44 კგ.) და დავით მჭედლიშვილმა (52 კგ.) შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულეს.

კვირის ამბები